Home ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

by maruashvili

კომპანიის შესახებ

ჩვენ შევიმუშავეთ პროდუქციის მთელი ჯაჭვი, დაწყებული საკუთარი კარიერებიდან შემვსები მასალის მოპოვებით, მზა ბეტონის ფართო არჩევანის წარმოებით, ტრანსპორტირებისა და მიწოდების უზრუნველყოფით და სრული ლაბორატორიული მომსახურებების გაწევით.

ჩვენმა ამბიციებმა მიგვიყვანეს გადაწყვეტილებამდე, რომ რამდენიმე წელიწადში დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშედ ჩამოვყალიბდეთ.

თუმცა გეოგრაფია ჩვენი ერთადერთი მიზანი არ არის. დაარსების დღიდან ჩვენი საქმიანობის ყველა ასპექტში საერთაშორისო ხარისხის სტანდარტი მოვიპოვეთ. სამშენებლო მასალების წარმოების, მიწოდებისა და შემოწმების ხარისხის მართვის სისტემისთვის ISO 9001:2008 მოგვენიჭა.

ცოტა ხნის წინ ჩვენ გავფართოვდით სამშენებლო მომსახურების მიწოდების მიმართულებით და წარმატებით გავაფორმეთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სამშენებლო პროექტი დასავლეთ საქართველოში.

თითოეულ ბიზნესს წარმატების საკუთარი ფორმულა აქვს და ჩვენ ეს ფორმულა მაღალკვალიფიციური პროფესიონალი თანამშრომლების, სიახლისკენ მუდმივი სწრაფვის და ჩვენი კომპანიისა და კლიენტებისათვის საუკეთესო, ამბიციური სამუშაო გარემოს გაერთიანებით ვიპოვეთ.