Home » ობლიგაციები

ობლიგაციები

by Giorgi Maruashvili

მწვანე/ლურჯი ობლიგაციები

2023 წლის 4 სექტემბერს, „საქართველოს ეროვნული ბანკის“ მიერ საბოლოო პროსპექტის დამტკიცების შემდეგ, შპს „პრაიმ ბეტონმა“ („კომპანია“) დაიწყო 7,500,000 აშშ დოლარის ოდენობის საინაუგურაციო მწვანე/ლურჯი სავალო ფასიანი ქაღალდის (ე.წ. „მწვანე/ლურჯი ობლიგაციის“) ემისია. ფასიანი ქაღალდის ემისია განხორციელდება საჯარო განთავსების გზით 2023 წლის 4 სექტემბრიდან და მიზანმიმართული იქნება გათვითცნობიერებულ ინვესტორებზე. 

ფასიანი ქაღალდის ემისიის განთავსების აგენტი არის: შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორი“; ტრანზაქციის იურიდიული მრჩეველი: შპს „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“; ხოლო გადახდისა და კალკულაციის აგენტი: სს „პაშა ბანკი საქართველო“. კომპანიამ მიიღო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (International Financial Corporation) ტექნიკური დახმარება, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა კომპანიის მწვანე/ლურჯი ობლიგაციის ჩარჩო, რომელიც თავის მხრივ სერტიფიცირებული იყო CICERO Shades of Green-ის მიერ, რომელიც ერთ-ერთი გლობალური ლიდერია მდგრადი ობლიგაციების სერტიფიცირების (Second Party Opinion) დარგში და არის „სტანდარტ ენდ პუარსის“ (S&P Global) ჯგუფის წევრი.    

ტრანზაქციის მიზანია კომპანიისთვის მდგრადი დაფინანსების მოზიდვა, რომელიც თავის მხრივ მიმართული იქნება როგორც არსებული სესხების ნაწილობრივი რეფინანსირებისათვის, ასევე კომპანიის მწვანე/ლურჯი პროექტების დასაფინანსებლად.  

ემიტენტიშპს „პრაიმ ბეტონი“
ემისიის ფორმასაჯარო შეთავაზება. ფასიანი ქაღალდი გამიზნულია დაილისტოს „საქართველოს საფონდო ბირჟაზე“
შეთავაზებული ფასიანი ქაღალდიარასუბორდინირებული და არაუზრუნველყოფილი ობლიგაცია
ემისიის მოცულობა7,500,000 აშშ დოლარი
ობლიგაციის ნომინალური ღირებულება1,000 აშშ დოლარი
ობლიგაციების ემისიის თარიღი4 სექტემბერი 2023
ვადიანობაძირის გადახდის თარიღი4 წელი, ობლიგაციები ვადამოსული ხდება 2027 წლის 4 სექტემბერს
წლიური კუპონის განაკვეთი10.50%
პროცენტის გადახდანახევარწლიური
ინვესტორებიმხოლოდ გათვითცნობიერებული ინვესტორები
კანონმდებლობასაქართველოს კანონმდებლობა

SPO