by Giorgi Maruashvili

03/01/2023

ინტეგრირებული კორპორატიული პოლიტიკა

შპს "პრაიმ ბეტონი"-ს მისია და ხედვა

პრაიმ ბეტონი არის ინფრასტრუქტურის მშენებლობის და სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია, რომლიც ოპერირებს საქართველოს მასშტაბით.

ჩვენი სპეცილიზაციაა საპორტო, საგზაო, ინდუსტრიული და სამოქალაქო ინფრაქსტრუქტურის პროექტირება და მშენებლობა, ასევე ბეტონის, ინერტული მასალების და ბეტონის ანაკრები კონსტრუქციების წარმოება.

ჩვენი მისიაა – ევროპული ინფრასტრუქტურის მშენებლობა;
ჩვენი ხედვაა, ინოვაციური სამშენებლო სერვისებით და საინჟინრო ცოდნით შევქმნათ დამატებითი ღირებულება მდგრადი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში.

პრაიმ ბეტონში ვიყენებთ Lean მენეჯმენტის მიდგომებს, ვახალისებთ თანამშრომლობაზე და გაზიარებაზე დაფუძნებულ კულტურას, ვგეგმავთ დეტალურად და ვაშენებთ ფასეულობას მნიშვნელოვანი რესურსებისადმი ფრთხილი დამოკიდებულებით.

პრაიმ ბეტონში ძალიან ვაფასებთ ინოვაციურობას და განვითრების უწყვეტობას. ამ მიზნით ჩვენ ვახალისებთ ჩვენს თანამშრომლებს ახალი ტექნოლოგიების და პროცესების განვითრებისთვის და დანერგვისთვის. ასევე ვავითარებთ მტკიცე ურთიერთობებს საერთაშორისო პარტნიორებთან ტექნოლოგიების მოზიდვისთვის და ცოდნის გაღრმავებისთვის.

პრაიმ ბეტონში ვაყალიბებთ მრავაფეროვნებაზე და ინკლუზიურობაზე დაფუძნებულ სამუშაო კულტურას, რომელშიც ყველა თანამშრომელი ხელს უწყობს შემოქმედებით იდეებს, ეძებს გამოწვევებს და ყველას აქვს ზრდის შესაძლებლობა.

პრაიმ ბეტონში გვესმის ჩვენი საქმიანობის გარემოსდაცვითი, ეკონომიკური ზემოქმედება და რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა:

• ვაწარმოოთ ჩვენი ბიზნესი გამჭვირვალე და ეთიკური გზით;
• ვიზრუნოთ საზოგადოების კეთილდღეობაზე;
• ვიზრუნოთ გარემოზე (ფლორასა და ფაუნაზე);
• ვიზრუნოთ თანამშრომლების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე;

შპს "პრაიმ ბეტონი"-ს კორპორატიული პოლიტიკის მიზნები

მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების იდენტიფიცირება, გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების ნორმების დანერგვა, დაცვა და მდგრადობის უზრუნველყოფა. გარემოს და შრომითი საფრთხეების აღმოფხვრა და რისკების მუდმივად შემცირება; საწარმოო ტრავმების და ინციდენტების შემცირება, საგანგებო კრიზისული სიტუაციების ეფექტურად მართვა;

დაინტერესებული მხარეების მოთხოვნების გათვალისწინება, მათზე დროული და ეფექტიანი რეაგირება, მათი საჭიროებების, კმაყოფილების დონის მუდმივი ანალიზი და გაუმჯობესება;

სამუშაო გარემოს რისკების შემცირების მიზნით საწარმოო ინფრასტრუქტურის მუდმივი განახლება და გაუმჯობესება, ახალი საინჟინრო გადაწყვეტილებების და ტექნოლოგიების დანერგვა;

პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა, შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვით სფეროში მათი კომპეტენციის და
ცნობიერების ამაღლება კონსულტაციებში, ტრენინგებში, სიმულაციურ ტესტებში და სხვა ღონისძიებებში მათი ჩართულობით;

ინტეგრირებული მართვის სისტემის მუდმივი გაუმჯობესება. მონიტორინგის, შეუსაბამობების მართვის, ანგარიშგების სისტემის, პროცესის აუდიტის ჩატარების ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

ვერ. 01