Home » სამშენებლო მასალები

სამშენებლო მასალები

by Giorgi Maruashvili

სამშენებლო მასალები

ხარისხიანი ბეტონის წარმოება და მიწოდება ჩვენი სპეციალობაა. ჩვენ შევიძინეთ მნიშვნელოვანი გამოცდილება ბეტონის წარმოებაში სამრეწველო, საგზაო და საპორტო პროექტების სპეციფიკური საჭიროებებისთვის. ჩვენ ვამზადებთ, ვაწარმოებთ და ვაწყობთ სხვადასხვა წინასწარჩამოსხმული ბეტონის კონსტრუქციებს.

ბეტონის წარმოებისთვის ვიყენებთ ჩვენი კარიერებიდან მიღებულ ინერტულ მასალას, რომლებიც დამსხვრეულია, დაკალიბრებულია და გარეცხილია სტანდარტების შესაბამისად. სხვადასხვა სახის ცემენტის, ქიმიკატების, ლითონებისა და სინთეტიკური ფიბრის გამოყენება საშუალებას გვაძლევს ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ სხვადასხვა სახის მზა ბეტონი EN 206-1 ევროპული სტანდარტის მიხედვით.

ჩვენ გვაქვს სრულად აღჭურვილი და სერტიფიცირებული ლაბორატორია ბეტონის და ინეტრული მასალების ტესტირებისათვის. ჩვენი პროფესიონალი ექსპერტების გუნდი არა მხოლოდ ყოველდღიურად აკონტროლებს ხარისხის დაცვას, არამედ მუშაობს სხვადასხვა რეცეპტის შექმნაზე კონკრეტული საჭიროებებისთვის.