Home » „პეის ტერმინალის“ პროექტი ფოთში

„პეის ტერმინალის“ პროექტი ფოთში

by Primeconcrete
5/5 - (16 votes)

ქართული სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ იწყებს ახალი „პეის ტერმინალის“ პროექტს ფოთში, რომელიც თანადაფინანსებულია აშშ-ს კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის მიერ (OPIC), რომლის სამშენებლო სამუშაოების საერთო ღირებულება შეადგენს 20 მლნ აშშ დოლარს.

„პრაიმ ბეტონის“ კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს მისი გამორჩეული შესაძლებლობები და კომპეტენცია, ექსპერტული ცოდნა და „ნოუ-ჰაუ“, და მისი ადგილობრივი გამოცდილება. „პრაიმ ბეტონს“ ასევე პარტნიორობას უწევენ ჰოლანდიური კომპანიები Royal HaskoningDHV და Vanthek.

ახალი ტერმინალი განთავსდება ფოთის ახალი პორტის ზონაში გამოყოფილ 25 ჰექტარზე, ეს იქნება პირველი პორტი საქართველოში, რომელიც შეძლებს ღრმაწყლოვანი გემების მიღებას 2020 წლისათვის.

OPIC-ის გადაწყვეტილება დააფინანსოს ეს პროექტი წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების, მიერ ამ ტერმინალის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამოხატვას, როგორც საქართველოსათვის, ისე მთელი რეგიონისათვის.

0 comment
0

Related Articles