Home » ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

by Giorgi Maruashvili

ჩვენი მისია და ინსპირაცია ევროპული ინფრასტრუქტურის შენებაა. ევროპული ინფრასტრუქტურა არ ნიშნავს მხოლოდ მაღალი ხარისხის ხიდს ან ლამაზ ტროტუარს. ეს ასევე ეხება ევროპულ ეკოსისტემას – გარემოს, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციებს, ზრდას და კრეატიულობას თანამშრომლების, მომწოდებლების, კლიენტებისა და მოქალაქეებისთვის. მხოლოდ ასეთ გარემოში და მხოლოდ ერთმანეთზე და გარე სამყაროზე ზრუნვით შეგვიძლია მივაღწიოთ ინფრასტრუქტურის მდგრად განვითარებას.

ჩვენი კვალიფიციური ინჟინრები, სამშენებლო სპეციალისტები და პროექტის მენეჯერები მუშაობენ კლიენტებთან, პარტნიორებთან და ჩვენს ფართო მიწოდების ჯაჭვთან, რათა შეიმუშაონ ინოვაციური ტექნიკური, დიზაინერული და კომერციული გადაწყვეტები ყველა ზომისა და სირთულის პროექტებისთვის, რაც მათ შორის, და არა მხოლოდ:

  • პორტებისა და ტერმინალების ინფრასტრუქტურა;
  • გზები;
  • წყლისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ინფრასტრუქტურა;
  • სამრეწველო და საზოგადოებრივი შენობები.

“პრაიმ ბეტონის” სამმშენებლო მასალების განყოფილება აწარმოებს მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებისა და პროდუქტების სპექტრს, მათ შორის:

  • ბეტონი და ინერტული მასალები;
  • ბეტონის ბლოკები და ქვაფენილი;
  • ბეტონის მზა ელემენტები.

“პრაიმ ბეტონის“ მიდგომები კლიენტზეა ორიენტირებული. კომპანია თვლის, რომ აწვდის კლიენტებს მოქნილ და ფასისა და ხარისხის შესაბამისს ოპტიმალურ მომსახურებას. ძირითადი ბაზრების მომსახურებისათვის, ჩვენ გავავითარეთ ჩვენი შიდა შესაძლებლობები, რამაც საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების, ჩვენი უნარების განვითარებისა და საკუთარი პროექტების მართვის საშუალებები მოგვცა. ყოველივე ამის შედეგად, ჩვენ გავზარდეთ მიწის სამუშაოების, ბეტონის სამუშაოების, ხიმინჯების, დრენაჟის, მექანიკური და ელექტრული სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობები.

“პრაიმ ბეტონის“ ყველა კომპონენტში უსაფრთხოების ერთი და იგივე სისტემა, კულტურა და მიდგომებია გამოყენებული. ამიტომ, ჩვენთან შემცირებულია ვერტიკალური იერარქია, შესაბამისად ნაკლებია შემთხვევები, რაც ხშირად ხდება სახელშეკრულებო დავების, რისკებისა და საკომუნიკაციო ნაკლოვანებების წყარო.

პროექტების უშუალო მართვით “პრაიმ ბეტონი“ სრულ პასუხისმგებლობას იღებს, რომ უპასუხებს კლიენტების საჭიროებებს.