Home » ჩვენი გუნდი

ჩვენი გუნდი

by Giorgi Maruashvili

“პრაიმ ბეტონმა” თავისი მოკრძალებული საქმიანობა 2008 წელს დაიწყო, 3 ადამიანის შემადგენლობით. დღეს კი, კომპანიას 300-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჩვენი, როგორც დამსაქმებლის, მიზანია ვიყოთ კომპანია, რომლითაც ჩვენი პერსონალი იამაყებს. ჩვენ გვინდა, რომ გამოვავლინოთ ჩვენი კოლეგების საუკეთესო უნარები და მივცეთ მათ სივრცე და შესაძლებლობები თვითგანვითარებისათვის. პრაიმ ბეტონში, ჩვენ დიდ დროს და ძალისხმევას ვუთმობთ სწორი კომუნიკაციის გამართვას ინჟინრებს, ტექნიკოსებსა და აღმასრულებელ პერსონალს შორის. ამის ნაწილია პრაიმ აკადემია – პლატფორმა, რომლის საშუალებითაც იმართება სემინარები და ტრენინგები და სადაც შესაძლებელია გამოცდილების გაზიარება.

აღმასრულებელი და სტრატეგიული კომიტეტი ფოკუსირებულია კომპანიის ხედვაზე, მისიასა და სტრატეგიულ მიზნებზე და ზედამხედველობს ბიზნეს საქმიანობასა და ოპერაციებს, ასევე რისკების მართვას, შიდა კონტროლსა და ორგანიზაციის განვითარებას, რასაც ახორციელებს აღმასრულებელი დირექტორი და კომპანიის უფროსი ხელმძღვანელი რგოლი.

მმართველი საბჭო

ალექსანდრე სოკოლოვსკი

აღმასრულებელი დირექტორი, დამფუძნებელი

სამეთვალყურეო საბჭო

გიორგი ახვლედიანი

აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, დამფუძნებელი

ლაშა ჭიპაშვილი

სამშენებლო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პარტნიორი

ნათია ჯანელიძე

დამოუკიდებელი წევრი