Home » ბეტონის წარმოება
ბეტონის-წარმოება-ბეტონი-betoni-betonis-warmoeba-saqartveloSiსაქართველოში.-2020-1

ბეტონის წარმოება

by Primeconcrete
5/5 - (8 votes)

მაღალი ხარისხის ბეტონის წარმოება და კლიენტისთვის მიწოდება ჩვენი ვალდებულებაა. მრავალწლიანი გამოცდილება, პროფესიული განათლება და თანამედროვე ტექნოლოგიური მანქანა-დანადგარები საშუალებას გვაძლევს ისეთი მზა პროდუქტი ვაწარმოოთ, რაც ყველა საჭირო სტანდარტს დააკმაყოფილებს და საბოლო შედეგი დროის გამოცდას გაუძლებს.

ბეტონის წარმოებაში ჩვენ საკუთარი კარიერებიდან მიღებულ ინერტულ მასალას ვიყენებთ, რომელიც სტანდარტების შესაბამისად იმსხვრევა, იცრება და ირეცხება. სხვადასხვა მარკის ცემენტის, ქიმიური დანამატების, ლითონისა და სინთეტური ბოჭკოს გამოყენება საშუალებას გვაძლევს ჩვენს კლიენტებს  EN 206-1 ევროპული სტანდარტის შესაბამისი მზა ბეტონი შევთავაზოთ.

წარმოების მთელ პროცესში ჩვენს ლაბორატორიაში მუდმივად ვამოწმებთ ბეტონის ნარევებს გამძლეობასა და მდგრადობაზე.

თვითკუმშვადი ბეტონის წარმოება

თვითკუმშვადი ბეტონის წარმოება.

თვითკუმშვადი ბეტონი გამოიყენება რთული ფორმების, მათ შორის, ჭარბად არმირებული ადგილების ამოსავსებად. ასევე მაღალი ხარისხის არქიტექტურული ზედაპირებისთვის. მისი გამოყენება გაცილებით ადვილია, ვიდრე ჩვეულებრივი ბეტონის. ის მნიშვნელოვნად ზოგავს დროს, სამუშაოს მოცულობას, აღჭურვილობას და აქედან გამომდინარე, თვითკუმშვადი ბეტონი გამოიყენება კლიენტისტვის ფინანსურად მომგებიანია.

სწრაფგამაგრებადი ბეტონი

სწრაფგამაგრებადი ბეტონი სიმტკიცეს 48 საათის განმავლობაში აღწევს. ის არსებითად უფრო სწრაფია, ვიდრე ჩვეულებრივი ბეტონი. ეს თვისება მკვეთრად ზოგავს ხელშეკრულებების დასრულების დროს. იდეალურია ისეთი მშენებლობისთვის, რომელმაც პროცესის ადრეულ ეტაპზე მაღალ დატვირთვებს უნდა გაუძლოს.

მაღალი ხარისხის ბეტონი

მაღალი ხარისხის ბეტონი იდეალურია რთული კონსტრუქციისთვის, რომელმაც მაღალ დატვირთვებს უნდა გაუძლოს. ამ სახეობის ბეტონი საჭირო სიმტკიცეს ადვილად და მოკლე დროში აღწევს. ის სხვადასხვა სახის ცემენტის და ქიმიური დანამატების გამოყენებით არის დამზადებული გამოყენების მიზნების შესაბამისად.

სულფატმედეგი ბეტონი

სულფატმედეგი ბეტონი გამოიყენება ქიმიურად აქტიურ მიწისქვეშა სამუშაოებში (მაგ.: სულფატის მაღალი შემადგენლობის მქონე წყლებში).

წყალგაუმტარი ბეტონი

წყალგაუმტარი ბეტონი იწარმოება სპეციალური ქიმიური დანამატების გამოყენებით, რაც ბეტონს მიკროსტრუქტურით ავსებს და წყლის მიმართ მის მდგრადობას უზრუნველყოფს. ჩვენ ვაწარმოებთ W6 – W12 წყალგაუმტარ ბეტონს წყალსაცავების, წყლის ავზების და სხვა მიწისქვეშა კონსტრუქციების მშენებლობისთვის.

ფიბრობეტონი

ფიბრობეტონი სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, ავტოსადგომებით დაწყებული და კონტეინერებისთვის განკუთვნილი ტერმინალებისა და იატაკის ფილებით დამთავრებული. ფოლადის ან სინთეტური ბოჭკოს გამოყენება ამცირებს ხანგრძლივი გამოშრობის პირობებში ბზარების წარმოშობის რისკსა. ფობრობეტონის გამოყენება გამორიცხავს არმირების ფოლადის ბადის საჭიროებას.

0 comment
0

Related Articles