Home » ეკომეგობრული გარემო

ეკომეგობრული გარემო

by Giorgi Maruashvili

სამშენებლო სექტორის მდგრადი განვითარება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან უფრო და უფრო მეტი ყურადრება ექცევა ეფექტურობას და გარემოდაცვით პასუხისმგებლობას. ცნობილია, რომ სამშენებლო ინდუსტრია უდიდეს გავლენას ახდენს გარემოზე, ძირითადად რესურსების უზარმაზარი მოხმარების და მათ შორის ჰაერის დაბინძურებისა და ნარჩენების წარმოების გამო.

პრაიმ ბეტონში ჩვენ განვსაზღვრეთ მიმართულებები და დავგეგმეთ ე.წ. „მწვანე“ საქმიანობები, როგორიცაა:

  • კარიერების მდგრადი ფუნქციონირება;
  • გადამუშავებული მასალების გამოყენება სამშენებლო მასალების წარმოებაში;
  • აღჭურვილობის განახლება ემისიების შესამცირებლად;
  • ეფექტიანობისა და ცოდნის ამაღლება.

უსაფრთხოება

ჩვენ მუდმივად ვავითარებთ ჩვენს შიდა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სისტემას. დღეს ჩვენ გვაქვს ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის განყოფილება, რომელიც შეიმუშავებს, ახორციელებს და აკონტროლებს HSE პროცედურებს თითოეული ოპერაციისა და პროექტისთვის. ჩვენი HSE პროცედურები და პრაქტიკა ექვემდებარება აუდიტს ISO 14001 და ISO 45001 შესაბამისობაზე.

ხარისხი

ჩვენ ვინარჩუნებთ უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს და მკაცრად ვიცავთ შეთანხმებულ ვადებს. ჩვენი წარმოებისა და პროექტების მართვის ინტეგრირებული სისტემა ISO 9001 - 2008-ის მიხედვით არის დამოწმებული TÜV SÜD Management Service GmbH-ის მიერ.

ანგარიშვალდებულება

“პრაიმ ბეტონი” მოწოდებულია შეინარჩუნოს გამჭვირვალე და ღია ანგარიშვალდებულება მისი აქციონერების, თანამშრომლებისა და კლიენტების მიმართ. ჩვენ დავნერგეთ თანამედროვე ERP სისტემა. კომპანიის ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და დამტკიცებულია მაღალი რეპუტაციის მქონე აუდიტორების მიერ.