Home » საგზაო მშენებლობა

საგზაო მშენებლობა

by Giorgi Maruashvili
5/5 - (1 vote)

არმირებული ბეტონის ინდუსტრიული გზების და მოედნების და მუნიციპალური ბეტონის საფარიანი გზების მშენებლობა ჩვენი ერთ-ერთი მიმართულებაა. ამ სეგმენტში ასევე ვასრულებთ საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და მშენებლობას, როგორიცაა ხიდები, ბეტონის ბარიერები, სადრენაჟე არხები, გაბიონები, საყრდენი კედლები და სხვა.

2016 წლიდან დღემდე წარმატებით შევასრულეთ 10-ზე მეტი პროექტი და დავაგეთ 60 კმ-ზე მეტი გზა. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დამკვეთები არიან “საქართველოს საგზაო დეპარტამენტი” და “საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი”.

შესრულებული სამუშაოები:
• ექსკავაცია, გრუნტის სტაბილიზაცია, გზის ახალი საფუძვლის მომზადება – 600 000 მ3-ზე მეტი.
• რკინა-ბეტონის სადრენაჟე არხების მსენებლობა – 60 კმ-ზე მეტი.
• რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების მშენებლობა – 2 000 მ3-ზე მეტი.
• რკინა-ბეტონის საგზაო საფარის დაგება – 300 000 მ2-ზე მეტი.
• განათების ბოძების, ბეტონის და ფოლადის ბაგირის ბარიერების, საგზაო ნიშნების მონტაჟი და გზის დახაზვა.

0 comment
0

Related Articles