მწვანე/ლურჯი ობლიგაციები
2023 წლის 4 სექტემბერს, „საქართველოს ეროვნული ბანკის“ მიერ საბოლოო პროსპექტის დამტკიცების შემდეგ, შპს „პრაიმ ბეტონმა“ („კომპანია“) დაიწყო 7,500,000 აშშ დოლარის ოდენობის საინაუგურაციო მწვანე/ლურჯი სავალო ფასიანი ქაღალდის (ე.წ. „მწვანე/ლურჯი ობლიგაციის“) ემისია. ფასიანი ქაღალდის ემისია განხორციელდება საჯარო განთავსების გზით 2023 წლის 4 სექტემბრიდან და მიზანმიმართული იქნება გათვითცნობიერებულ ინვესტორებზე.
ფასიანი ქაღალდის ემისიის განთავსების აგენტი არის: შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორი“; ტრანზაქციის იურიდიული მრჩეველი: შპს „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“; ხოლო გადახდისა და კალკულაციის აგენტი: სს „პაშა ბანკი საქართველო“. კომპანიამ მიიღო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (International Financial Corporation) ტექნიკური დახმარება, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა კომპანიის მწვანე/ლურჯი ობლიგაციის ჩარჩო, რომელიც თავის მხრივ სერტიფიცირებული იყო CICERO Shades of Green-ის მიერ, რომელიც ერთ-ერთი გლობალური ლიდერია მდგრადი ობლიგაციების სერტიფიცირების (Second Party Opinion) დარგში და არის „სტანდარტ ენდ პუარსის“ (S&P Global) ჯგუფის წევრი.
ტრანზაქციის მიზანია კომპანიისთვის მდგრადი დაფინანსების მოზიდვა, რომელიც თავის მხრივ მიმართული იქნება როგორც არსებული სესხების ნაწილობრივი რეფინანსირებისათვის, ასევე კომპანიის მწვანე/ლურჯი პროექტების დასაფინანსებლად.
ემიტენტი | შპს „პრაიმ ბეტონი“ |
ემისიის ფორმა | საჯარო შეთავაზება. ფასიანი ქაღალდი გამიზნულია დაილისტოს „საქართველოს საფონდო ბირჟაზე“ |
შეთავაზებული ფასიანი ქაღალდი | არასუბორდინირებული და არაუზრუნველყოფილი ობლიგაცია |
ემისიის მოცულობა | 7,500,000 აშშ დოლარი |
ობლიგაციის ნომინალური ღირებულება | 1,000 აშშ დოლარი |
ობლიგაციების ემისიის თარიღი | 4 სექტემბერი 2023 |
ვადიანობა, ძირის გადახდის თარიღი | 4 წელი, ობლიგაციები ვადამოსული ხდება 2027 წლის 4 სექტემბერს |
წლიური კუპონის განაკვეთი | 10.50% |
პროცენტის გადახდა | ნახევარწლიური |
ინვესტორები | მხოლოდ გათვითცნობიერებული ინვესტორები |
კანონმდებლობა | საქართველოს კანონმდებლობა |