Home » შპს „პრაიმ ბეტონი“ ეძებს ფოტოგრაფს არასრული განაკვეთით.

შპს „პრაიმ ბეტონი“ ეძებს ფოტოგრაფს არასრული განაკვეთით.

by Primeconcrete
5/5 - (3 votes)

? ვაკანსია არის შენთვის, თუ:

· გიყვარს მოგზაურობა და უცხო ადგილების მონახულება

· გიყვარს საქართველოს ბუნება და გინდა რეგიონებში მოგზაურობა

· გიყვარს ფოტოგრაფია და ნებისმიერ გამოსახულებას უდგები კრეატიულად

· შეგიძლია დაინახო ხელოვნება სამშენებლო ნაგებობებში

✅ ძირითადი მოვალეობები:

· სამშენებლო ობიექტებზე ფოტო და ვიდეო გადაღება

· გადაღებული მასალის დამუშავება და საიტზე ასატვირთ ფორმატში გამზადება

· სხვა ფოტო/ვიდეო გადაღებებთან დაკავშირებული დავალებების შესრულება

❗️მოთხოვნები:

· პასუხისმგებლობის გრძნობა

· საკუთარი ფოტო აპარატი

ℹ️ „პრაიმ ბეტონი“ არის დაზღვეული სამოქალაქო კონტრაქტორი, რომელსაც აქვს ფილიალები თბილისსა და ფოთში და ჩართულია სამშენებლო სფეროს მომსახურებებში. ჩვენი მომსახურება მოიცავს მთლიანი პროექტების მართვას, მიწის სამუშაოებს, მონოლითური ბეტონის სამუშაოებს, ლითონის კონსტრუქციების მონტაჟს, ასევე ბეტონისა და ინერტული მასალის წარმოებასა და მიწოდებას.

? დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@primeconcrete.ge
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

0 comment
0

Related Articles