წყლის ინფრასტრუქტურა
ჩვენი მომსახურება მოიცავს რკინა – ბეტონის წყალსატევების, სატუმბი სადგურების, გამწმენდი ნაგებობების, საოპერატორო და ადმინისტრაციული შენობების მშენებლობას.
“წყლის ინფრასტრუქტურის” განვითარების პროექტების მიზანია საქართველოს ქალაქებში სასმელი წყლის მიწოდების, საკანალიზაციო და წყალარინების სისტმების, ასევე მათი გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა – რეაბილიტაცია. წყლის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არის “პრაიმ ბეტონის” ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება.
- ფოთის წყალსატევი რეზერვუარების და სატუმბი სადგურის მშენებლობა;
- ქუთაისის წყალსატევი რეზერვუარების მშენებლობა;
- გუდაურის წყალსატევი რეზერვუარის მშენებლობა;
- ანაკლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა;
- ურეკის წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა;
- გარდაბნის წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა;
- ზუგდიდის წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა;
- მუხნარის წყლის რეზერვუარები და სატუმბი სადგური.
მომსახურების ძირითადი კატეგორიები:
- წყლის შემკავებელი სტრუქტურების დიზაინი და ინჟინერია;
- ნიადაგის კეთილმოწყობა და მიწის სამუშაოები;
“ჩვენ ვამაყობთ, რომ ავაშენეთ ერთ-ერთი პირველი და ყველაზე თანამედროვე გამწმენდი ნაგებობა საქართველოში”