პროდუქციას წარმოების ყველა ეტაპზე ჩვენს ლაბორატორიაში ვამოწმებთ. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ კლიენტებს მხოლოდ უმაღლესი ხარისხი შევთავაზოთ.
ჩვენი ხარისხის მართვის სისტემა სერტიფიცირებულია ISO 9001:2008 სტანდარტის მიხედვით. სხვადასხვა მომსახურებებთან ერთად ჩვენი ლაბორატორიის სპეციალისტებს შეუძლიათ ცემენტის, ბეტონის და ნედლეულის ხარისხის დადგენა, როგორიცაა:
- გეომეტრიული, მექანიკური და ფიზიკური მახასიათებლები
- ჰაერის შედგენილობა, წყლის მიმართ მედეგობა, გამაგრების დრო და გათხევადება
- ბეტონის ზუსტი ნარევის განსაზღვრა
- გამაგრების დრო, წყლის შემადგენლობა და ცემენტის სხვა ფიზიკური და მექანიკური თვისებები
- ცემენტის და ბეტონის მომზადება, მათი დაყოვნება და შენახვა