“პრაიმ ბეტონმა”, ზუგდიდში ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2020 წლისთვის დასრულდება. ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნაგებობა უზრუნველყოფს კანალიზაციის გაწმენდასა და გადამუშავებას, რაც გარემოს დიდ რისკებს ააცილებს.
ანალოგიური პროექტი უკვე განხორციელდა ანაკლიასა და ურეკში, მსგავსი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება საქართველოს სხვა მრავალ ქალაქში.
მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, ზუგდიდში “პრაიმ ბეტონის” წარმომადგენლები, ამერიკული საინვესტიციო ფონდის “გაზელ ფაინანსს” წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც მხარეებმა განიხილეს აღნიშნული პროექტი.
შეგახსენებთ, რომ “გაზელ ფაინანსმა” საქართველოში თავისი პირველი, 1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია, კომპანია “პრაიმ ბეტონში” განახორციელა. თანხა “პრაიმ ბეტონის” ტექნიკური და საოპერაციო შესაძლებლობების გაზრდას მოხმარდება.