Home » სახმელეთო საკონტეინერო ტერმინალი, ფოთი

სახმელეთო საკონტეინერო ტერმინალი, ფოთი

by Giorgi Maruashvili
Rate this post

დამკვეთი: APM Terminals Poti
კონტრაქტორი: პრაიმ ბეტონი
ზედამხედველი კომპანია: Royal Haskoning DHV (ნიდერლანდები)
ღირებულება: 10,20 მილიონი აშშ დოლარი

APM-ის სსტ (ICT) – არის უმსხვილესი საკონტეინერო ტერმინალი საქართველოში, რომელიც მდებარეობს ფოთის პორტის ჩრდილოეთით.  მისი მშენებლობა დაიწყო 2013 წლის სექტემბერს  და გაგრძელდა ერთი წელი.

ტერმინალის საფარის მშენებლობისთვის გამოყნებული იქნა ფოლადის ფიბრით არმირებული ბეტონი, რომლის რეცეპტი სპეციალურად შემუშავდა ფიბრს მომწოდებელ კომპანია Arcelor Mittal-ის სპეციალისტებთან ერთად. შედეგად ჩვენ ვაწარმოეთ და დავაგეთ 40 000 მ3 ბეტონი და გამოვიყენეთ 1,400 ტონაზე მეტი ფოლადის ფიბრა.

შესრულებული სამუშაოები:

  • გამოიცვალა 30 000 მ3 სუსტი გრუნტი
  • ჩატარდა დაჭაობებული ტერიტორიის დაშრობის და გაუწყლოვანების სამუშაოები
  • ზედაპირის ნიშნული ამაღლდა და დასტაბილურდა ახალი გრუნტით
  • მოეწყო საფარქვეშა სადრენაჟე სისტემა
  • ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების ფარგლებში დამონტაჟდა 8 მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი და 13 კმ-ზე მეტი მიწისქვეშა ელექტრო კაბელის ქსელი
  • ტერმინალის მთელ ტეროტორიაზე მოეწყო ახალი განათების სისტემა, რისთვისაც ანაკრები ბეტონის ხიმინჯების ფუნდამენტებზე დამონტაჟდა 3 ცალი 45 მეტრიანი ანძა და 3 ცალი 20 მეტრიანი ანძა.
  • მოეწყო პერიმეტრის ღობე, შენობები და გამშვები პუნქტის გადახურვის ლითონის კონსტრუქცია
0 comment
0

Related Articles