Home » „ხორგას“ ქვესადგური

„ხორგას“ ქვესადგური

by Primeconcrete
5/5 - (2 votes)

220/110 კვ. ქვესადგურის „ხორგა-220“ მშენებლობა

დამკვეთი: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
დაფინანსება: აზიის განვითარების ბანკი
მთავარი კონტრაქტორი: Siemens Austria AG (ავსტრია)
ქვეკონტრაქტორი: პრაიმ ბეტონი
ღირებულება: 1,18 მილიონი ევრო

„რეგიონალური ქსელის განვითარების პროექტის“ ფარგლებში, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ახალი ქვესადგურის „ხორგა-220/110“-ის მშენებლობა განახორციელა. პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობდა, გენერალური კონტრაქტორი იყო Siemens Austria AG, სამშენებლო სამუშაოებს კი კომპანია “პრაიმ ბეტონი” აწარმოებდა.

აღნიშნული პროექტი უზრუნველყოფს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარების ხელშეწყობას, ხელს შეუწყობს არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი გენერაციის წერტილებიდან სიმძლავრის უსაფრთხოდ გამოტანას და მკვეთრად აამაღლებს დასავლეთის ენერგეტიკული კვანძის საიმედოობას.

შესრულებული სამუშაოები:

  • 40,000 მ2 ტერიტორიის ბუჩქნარისგან გაწმენდა
  • პერიმეტრზე სადრენაჟე არხის მოწყობა და დაჭაობებული ნიადაგის დაწრეტა-დაშრობა.
  • მიწის დონის ამაღლება, ნიადაგის შეცვლა და სტაბილიზაცია
  • სხმული ბეტონის საძირკვლის მომზადება, მიწოდება და მონტაჟი
  • ადგილზე ბეტონის კონსტრუქციების და ტრანსფორმამტორებისათვის ფუნდამენტის მშენებლობა
  • საოპერატორო, ადმინისტრაციული და დაცვის შენობების მშენებლობა და კეთილმოწყობა
  • ტერიტორიის გამწვანება, არმირებული ბეტონით შიდა გზების მოწყობა და შემოღობვა

0 comment
0

Related Articles