Home » გამდინარე წყლების გამწმენდი დანადგარის მშენებლობა ანაკლიასა და ურეკში

გამდინარე წყლების გამწმენდი დანადგარის მშენებლობა ანაკლიასა და ურეკში

by Primeconcrete
Rate this post

პროექტის შესახებ

ანაკლიის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2017 წლის მარტში. პრაიმ ბეტონის აწარმოებს ობიექტის სრულ სამოქალაქო მშენებლობას. ჩვენ გვჯერა რომ ანაკლიის გამწმენდი ნაგებობა, ურეკის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობასთან ერთად, ჩვენი წარმატებული საქმიანობის ერთ-ერთი მაგალითი იქნება. 

ანაკლიის ნაგებობის დღიური სიმძლავრე 14,416 PE. ის მოიცავს 11 სხვადასხვა დანიშნულების შენობა – ნაგებობას და განთავსებულია 5 ჰექტარზე. ყველაზე დიდი ნაგებობა არის 12 000 მმოცულობის რკინა-ბეტონის სააერაციო ავზი. ამ პროექტის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა იყო ფუნდამენტის ღრმა ექსკავაცია და ფრუნტის სტაბილიზაცია, რადგან მიწისქვეშა წყლის დონე მაღალ ნიშნულზეა.

  • ქვაბულის გასაუწყლოვანებლად გამოვიყენეთ მაღალი წარმადობის ნემსა ფილტრებიანი ტუმბოები. ხოლო მძიმე ნაგებობების ფუნდამენტში მოვაწყვეთ ღორღის კოლონების, რისთვისაც 13 000 მ3 – ზე მეტი დამსხვრეული ქვა ვაწარმოეთ
  • 22 000 მ3 ზე მეტი გრუნტის ესკავაცია და გატანა მოვახდინეთ
  • ვაწარმოეთ და მივაწოდეთ 4 000 მ3 – ზე მეტი წყალმედეგი ბეტონის. ხოლო ყალიბის სახით გამოვიყენეთ მაღალი ხარისხის ლითონის ყალიბი.
  • ავაშენეთ და სრულად აღვჭურვეთ ადმინისტრაციული და საოპერატორ შენობები, ჯამურად 4500 მ2
  • ჩვენ ვაწარმოებთ ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების სრულს სპექტრს, რომლიეც მოიცავს, როგორც შიდა და გარე, ასევე საწარმოო პროცესების ელექტროფიცირების სამუშაოებს
  • სამუშაოების ბოლო ეტაპზე დაგეგმილია ცემენტო-ბეტონის გზების მოწყობა
0 comment
0

Related Articles