შპს „პრაიმ ბეტონი“ შანსს აძლევს სამშენებლო სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს მიიღონ გამოცდილება პორტის მშენებლობის პროცესში და გაეცნონ სამშენებლო პროცესებს ისეთი პროფესიონალებთან ერთად, როგორიც არის Royal HaskoningDHV დაVanthek
ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:
· მზად ხარ გამოწვევებისთვის
· მზად ხარ სიახლეებისთვის
· გჯერა საკუთარი უნარების
· გიყვარს სამშენებლო სფერო
ვაკანსიის დასახელება: ინჟინრის თანაშემწე
პოზიციის ლოკაცია: ფოთის პორტი
პოზიციის სირთულე: დამწყები
ბენიფიტები: საცხოვრებლელი ადგილის უზრუნველყოფა
სამუშაო აღწერილობა:
· დასაქმებულს საშუალება ექნება დააკვირდეს და მონიტორინგი გაუწიოს სამშენებლო პროცესებს
· დასაქმებულს საშუალება ექნება შეისწავლოს სამშენებლო პროცესები და მოახდინოს ობიექტიზე მიმდინარე აქტივობების პროცესებთან შესაბამისობის კონტროლი
· დასაქმებულს საშუალება ექნება გაიცნოს სამშენებლო მასალების ხარისხის მოთხოვნები და მოახდინოს ობიექტზე შემოსული მასალების ხარისხის შესაბამისობასთან კონტროლი
· დასაქმებულს საშუალება ექნება გაეცნოს მასალების დასაწყობების წესებს და გააკონტროლოს ამ წესების დაცულობა
· დასაქმებულს საშუალება შეისწავლოს ლაბორატორიის სამუშაო პროცესი და მოახდინოს მასზე მონიტორინგი
· დასაქმებულს საშუალება ექნება დააკვირდეს ბეტონის სამუშაოებს და გააკონტროლოს მათი ნახაზებთან შესაბამისობა
· დასაქმებულს საშუალება ექნება გაეცნოს სამშენებლო და ხარისხის დოკუმენტაციას და მიიღოს დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· განათლება სამშენებლო მიმართულებით
· AutoCAD-ში მუშაობის უნარი
· ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
· საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
· სასურველია სამშენებლო მიმართულებით გამოცდილება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე: HR@primeconcrete.ge