Home სიახლე კომპანია „პრაიმ ბეტონში“, ფონდი „გაზელი“ საქართველოში თავის პირველ ინვესტიციას ახორციელებს

კომპანია „პრაიმ ბეტონში“, ფონდი „გაზელი“ საქართველოში თავის პირველ ინვესტიციას ახორციელებს

by Primeconcrete

კომპანია „პრაიმ ბეტონში“, ფონდი „გაზელი“ 1,000,000 აშშ დოლარის ოდენობით, საქართველოში თავის პირველ ინვესტიციას ახორციელებს. ინვესტიცია დასავლეთ საქართველოში საოპერაციო არეალის გაზრდას ისახავს მიზნად.

განხორციელებული ინვესტიცია გაზრდის „პრაიმ ბეტონის“ ტექნიკურ და საოპერაციო შესაძლებლობებს, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს, განახორციელოს უფრო ფართო მასშტაბიანი პროექტები, დაასაქმოს მეტი ადგილობრივი, შესაბამისი კვალიფიციის მქონე კადრი და ხელს შეუწყობს დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში ეკონომიკური განვითარების ზრდას. აღნიშნული რეგიონები, წარმოადგენენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების წლევანდელ პრიორიტეტს, რადგან ისინი, არიან დამაკავშირებელი რგოლი შავი ზღვიდან ევროპისა და აზიის მიმართულებით.

„კომპანია „პრაიმ ბეტონს“ აქვს ამბიციური გეგმა, მიჰყვეს მაღალი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებს და  გაიზარდოს როგორც კომპანია, გახდეს წამყვანი EPC კონტრაქტორი საქართველოში.  გრძელვადიანი ფინანსირება საქართველოს მშენებლობის ინდუსტრიაში იშვიათობაა, ეს შესაძლებლობა დაგვეხმარება სწრაფ ზრდასა და არსებული მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებაში, საინჟინრო და სამშენებლო სერვისებზე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის.“  – განაცხადა კომპანიის  დამფუძნებელმა და დირექტორმა, ალექსანდრე სოკოლოვსკიმ.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გატარებულმა რეფორმებმა, საქართველო რეგიონის ლიდერად აქცია. გაზელის ფონდის მიერ განხორციელებული ინვესტიცია, ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტიტუციონალურ ინვერსტორებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია.

 „მოხარული ვართ, რომ ჩვენი პირველი ინვესტიცია საქართველოში „პრაიმ ბეტონს“ ეკუთვნის, კომპანია ნამდვილი EPC ინოვატორია საქართველოში“ – აღნიშნა გაზელ ფაინანსის ხელმძღვანელმა, ჯეფრი ლიბერტმა. „პრაიმ ბეტონმა“ ნათლად დაგვანახა, რომ ქართულ კომპანიას შესწევს უნარი არა მარტო სრულფასოვანი კონკურენცია გაუწიოს, არამედ გაიმარჯვოს კიდეც სტრატეგიულ-ინფრასტრუქტურულ სამშენებლო პროექტებზე გამოცხადებულ ადგილობრივ და საერთაშორისო ტენდერებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ ქვეყნისათვის, რომელიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ინფრასტრუქტურულ პროექტებში 3,5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს“

ინფრასტრუქტურული და სამოქალაქო მშენებლობის ბაზარი საქართველოში, განსაკუთრებით კი. მის დასავლეთ ნაწილში ზრდას განაგრძობს.  წარმატებით დასრულებული პროექტებიდან აღსანიშნავია ანაკლიის ღრმაწყლოვანი და ფოთის პორტები, რომლებიც ცენტრალურ აზიასთან სარკინიგზო და საავტომოილო კავშირების გაძლიერებას ისახავენ მიზნად. კომპანია „პრაიმ ბეტონს“, ჰიდროტექნიკური, გამდინარე წყლების გაწმენდის და საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის არაერთი წარმატებულად დასრულებული პროექტით,  შესაძლებლობა აქვს მიიღოს მონაწილეობა როგორც წამყვანმა EPC კონტრაქტორმა, ინფრასტრუქტურულ განვითარების პროცესში.

0 comment
0

Related Articles