Home სიახლე პირველი დასაქმების ფორუმი ფოთში

პირველი დასაქმების ფორუმი ფოთში

by Primeconcrete

პრაიმ ბეტონმა მონაწილეობა მიიღო დასაქმების ფორუმში, რომელიც ფოთში წელს პირველად ჩატარდა.

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ქ. ფოთში, 4 სექტემბერს, გამართულ ფორუმზე შპს „პრიამ ბეტონის” გარდა მონაწილეობას იღებდა 25 ორგანიზაცია სხვადასხვა ბიზნეს სექტორიდან. აღნიშნული ფორუმი ემსახურებოდა უმუშევრობის შემცირებას და დასქმების ხელშეწყობას რეგიონში. დასაქმების მსურველ მოქალაქეებს შევთავაზეთ 15 ვაკანტური პოზიცია. ნემისმიერ მსურველს ჰქონდა შესაძლებლობა შეევსო სააპლიკაციო ფორმები ან იქვე გაევლო პირველადი გასაუბრება სასურველი პოზიციისთვის. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში კომპანიამ 50 კანდიდატი შეარჩია, რომლებიც შერჩევის შემდგომ ეტაპს გაივლიან. “პრაიმ ბეტონი” დას. საქართველოში სამშენებლო სექტორში მსხვილი დამსაქმებელია. ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას როგორც დამწყებ, ასევე პროფესიონალ კადრებს დაგეგმონ თავიანთი კარიერა ჩვენთან.

0 comment
0

Related Articles