2018 წლის მეორე კვარტალში, კომპანია პრაიმ ბეტონმა დაასრულა ბეტონის საფარიანი გზების მშენებლობა/რეაბილიტაცია ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში და ხობის რაიონის სოფელ პატარა ფოთში. ასევე დასრულდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ნეძში მიმდინარე გზის მშენებლობა/რეაბილიტაცია. საგზაო სამოსის მოწყობის პარალელურად შეკეთდა ან/და მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა საინჟინრო ნაგებობები. ზემოთ ხსენებული 3 კონტრაქტის ფარგლებში კომპანია პრაიმ ბეტონმა შეასრულა ბეტონის საფარიანი გზის სამოსის მოწყობის სამუშაოები 71000 მ²-ზე მეტ ფართობზე.