დამკვეთი: APM Terminals Poti
კონტრაქტორი: პრაიმ ბეტონი
ზედამხედველი კომპანია: Royal Haskoning DHV (ნიდერლანდები)
ღირებულება: 3,40 მილიონი აშშ დოლარი
ფოთი პორტის მე-7 ნავმისადგომი, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ნავმისადგომია განკუთვნილი საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვებისთვის. მშენებლობის მინდინარეობისას, ჩვენი უმთავრესი გამოწვევა იყო ნავმისადგომის ოპერირების შეუფერხებლად, ზღვაზე და ბაქნის ზედა სამშენებლო სამუშაოების უმოკლეს ვადებში დამთავრება
შესარულებული სამუშაოები:
- მოხდა ნავმისადგომის კედლის კონტროლირებადი ჭრა და დემონტაჟი
- მოხდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციების და საფარის დემონტაჟი
- აშენდა ნავმისადგომის ბაქნის 220 მ სიგრძის ახალი კედელი
- ნავმისადგომის ბაქანზე მოეწყო 18 000 მ2 ფიბრა-ბეტონის საფარი
- ბეტონის საფარის ქვეშ მოეწყო ახალი საკომუნიკაციო ქსელი
- მოეწყო განათება და დამონტაჟდა ნავმისადგომის აქსესუარები
განსაკუთრებული გამოწვევას წარმოადგენდა ბაქნის ქვედა საყრდენი კედლის და ხიმინჯების რეკონსტრუქცია.
- მაღალი წნევის წყლის ჭავლით მოხდა დაზიანებული ბეტონის მოშლა და არმატურის გაწმენდა ნადებისგან.
- მოეწყო ახალი არმირება და მოხდა დაზიანებული ადგილების შევსება ზღვის წყლის მედეგი ბეტონის დუღაბით.