“წყლის ინფრასტრუქტურის” განვითარების პროექტების მიზანია საქართველოს ქალაქებში სასმელი წყლის მიწოდების, საკანალიზაციო და წყალარინების სისტმების, ასევე მათი გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა – რეაბილიტაცია. წყლის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არის “პრაიმ ბეტონის” ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება.
ჩვენი მომსახურება მოიცავს რკინა – ბეტონის წყალსატევების, სატუმბი სადგურების, გამწმენდი ნაგებობების, საოპერატორო და ადმინისტრაციული შენობების მშენებლობას.
შესრულებული პროექტები
- ფოთის წყალსატევი რეზერვუარების და სატუმბი სადგურის მშენებლობა
- ქუთაისი წყალსატევი რეზერვუარების მშენებლობა
- გუდაურის წყალსატევი რეზერვუარის მშენებლობა
- ანაკლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა
- ურეკის წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა
- გარდაბნის წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა
- ზუგდიდის წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა